ბორდოსფერი ჩანთა
bags

ბორდოსფერი ჩანთა

60.00 ₾

სტატუსი: საწყობშია

ჩანთის მდიდრული ბორდოსფერი, მუდამ ასოცირდება კლასიკასთან, თავდაჯერებულობასა და ელეგანტურობასთან.

ჩანთას აქვს კლასიკური ფორმა, თუმცა მომრგვალებული კუთხეები მას უფრო ნაზ და ქალურ იერს აძლევს.

სახელურები პირდაპირ კორპუსიდან გადადის, რაც მას სიმტკიცეს მატებს. ასეთი დიზაინი ძალიან კომფორტულია მხარზე სატარებლად.

ორმაგი "ფუნჯი" სახელურის ძირში ჩანთას სიმსუბუქეს მატებს და მის ხელნაკეთ ბუნებას უსვამს ხაზს.

გამოყენებულია 6 ზომის ბამბის და აკრილის ნარევი ძაფი.

ქსოვის სტილი არის მჭიდრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩანთა კარგად დაიჭერს ფორმას და შიგნით მოთავსებული ნივთები გარეთ არ გამოიკვეთება.